თურქეთში ქალაქ ტრაპზონთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა
აჭარის ჯანდაცის მინისტრ ზაალ მიქელაძის განაცხადებით, ავარიის დროს კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთმა დაშავებულმა კლინიკა უკვე დატოვა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობაშია და რიზეს კლინიკაშია მოთავსებული.
მისი ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურაში არიან გადასვენებულნი და მათ ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მისივე თქმით, საქართველოში გადმოსვენების პროცედურები დღეს დაიწყება.
“ეს ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან, ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. ავტომობილში, რომელიც ავარიაში მოყვა, ოთხი ადამიანი იჯდა. როგორც ვიცი, დეიდა და დისშვილები. სამწუხაროდ, დეიდა და ერთი დისშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.