თურქი მსახიობი ჩაღათაი ულუსუი საქართველოშია

თურქი მოდელი და მსახიობი ჩაღათაი ულუსუი საქართველოშია. ინფორმაციას ქართული ინტერნეტ გვერდები ავრცელებენ.
28 წლის პოპულარულმა მსახიობმა, თურქული სერიალების მოყვარულთათვის ცნობილმა ჩაღათაიმ, დღეს საავადმყოფოში, სხვადასხვა დაავადებით მოთავსებული ბავშვები მოინახულა.
გარდა ამისა, მან თბილისში გასეირნება და გართობაც მოასწრო. რამდენ ხანს დარჩება მსახიობი თბილისში, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები