თურქმა ამოიღო პისტოლეტი და ესროლა ბერძენს, მაგრამ ხატმა აისხლიტა და მსროლელი განგმირა!

  ღვთისმშობელი დინიუსის ხატი

“თურქების ოკუპაციის დროს საბერძნეთში ერთი თურქი ბერძენს მისდევდა დასაჭერად. ბერძენი ეკლესიაში შევიდა რომ დამალულიყო, მაგრამ ვერ მოასწრო შესულიყო საკურთხეველში და სახელდახელოდ დაიმალა ღვთისმშობლის დიდი ხატის უკან, ხატი რომელიც სამფეხაზე იყო. ბერძენი, რა თქმა უნდა, ჩანდა … ის ხატის უკან ისე იდგა რომ მისი თავი ზუსტად ემთხვეოდა ღვთისმშობლის თავს.

თურქი შევიდა ტაძარში და დაინახა ბერძენი. თურქმა მიმოიხედა და დაინახა წმინდანთა ფრესკები , ღვთისმშობლის ხატი , მაგრამ მას არ შეეძლო შეეგრძნო წმინდანთა და ღვთისმშობლის მადლი. და მან  შესძახა:

 – რატომ დაიმალე მაგ ხის ფარდულის უკან ბერძენო ? როგორ ფიქრობ ვერ გხედავ და ვერ მოგკლავ?”

 – დიდია ღვთისმშობლის მადლი, ცის დედოფალის, ”  – უპასუხა ბერძენმა. ”  – ამიტომ, ამ რთულ დროს მივმართავ მას და დახმარებას და დაცვას ვთხოვ და ვიცი რომ შემიწყალებს! “

თურქმა ამოიღო პისტოლეტი და მაშინვე ესროლა ბერძენს… და იცით რა მოხდა ? ტყვია ღვთისმშობლის ხატზე შუბლს მოხვდა, აისხლიტა და თურქი მოკლა! ასე გადაარჩინა ქრისტიანი დედაღვთისამ…

ღვთისმშობლის ამ ხატს ეწოდება ” ღვთისმშობელი დინიუსი” რაც თურქულად ნიშნავს დაბრუნებას, ხოლო ღვთისმშობელის ხატს თურქული ტყვიისგან შუბლზე ხვრელი აქვს დღესაც. ღვთისმშობელის ეს ხატი დღეს ევიის ჩრდილოეთში არის დაბრძანებული ერთ ერთ ტაძარში. ვინც მთელი არსით ვინც ღვთისმშობელისადმი ლოცულობს და ითხოვს მის მოწყალებას და დახმარებას, ღვთისმშობელი მას ყოველთვის იცავს ამ ცხოვრების მრავალი ბოროტებისგან და განსაცდელისაგან!

დაე შეესმინოს დედაღვთისმშობელს ჩვენი ვედრება და დაე გვიხსნას ამ განსაცდელისგან რომელშიც დღეს მთელი კაცობრიობა იმყოფება ! ამინ! ( ბერძნულიდან თარგმნა ნატალია კაპანაძემ) და გამხადოს ღირსი და მოვილოცო ეს მონასტერი სადაც ეს სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული! ამინ !”

 წყარო: ქეთა თოდუას ფეისბუქი,

https://www.facebook.com/photo.php?fbid=722315945328514&set=a.116994342527347&type=3&theater

კომენტარები