თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდი მუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ, ინფორმაციას რუსული მედია ევრაზიის პრობლემების მონიტორინგის ცენტრის დირექტორ ასლან რუბაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, მას ბიზნესმენებმა აცნობეს, რომლებიც აშხაბადში საქმიანობენ.
გურბანგული ბერდი მუჰამედოვი შვებულებაში 2019 წლის 15 ივლისს გავიდა. პირველი ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ 20 ივნისს Telegram-ში გაჩნდა.
YouTube-ის არხმა „თავისუფალი თურქმენეთი“ აშხაბადის კორესპონდენტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი 20 ივნისს თირკმელის უკმარისობით გარდაიცვალა.

კომენტარები