თურქული გუნდის მეკარე თამაშის დაწყებიდან მე-11 წამზე გააძევეს

თურქ მეკარეს სერკან კირინტილს შანსი აქვს, მოხვდეს გინესის რეკორდების წიგნში. მეკარე მოედნიდან გააძევეს თამაშის დაწყებიდან მე-11 წამზე. ეს მოხდა თურქეთის სუპერლიგის მერვე ტურის მატჩში, ერთმანეთს ხვდებოდნენ „კონიასპორი“ და „იენ მალატიასპორი“.

სერკანი ცდილობდა შეეჩერებინა კარისაკენ დარტყმული ბურთი, მაგრამ მან ეს მოახერხა საჯარიმოს გარეთ. მეკარემ ბურთი ხელით მოიგერია, რაც წესებით დაუშვებელია. მსაჯმა დაუფიქრებლად უჩვენა წითელი ბარათი და სერკანი მოედნიდან გააძევა.

გაძევებული მეკარის გუნდი „კონიასპორი“ 0:2 დამარცხდა.

წყარო: infosmi.net

იხელეთ ვიდეო:

კომენტარები