თურქ მწერალი, ადნან ოკტარს 1075-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სტამბოლის სასამართლომ, თურქ მწერალს, ტელეწამყვან ადნან ოკტარს 1075-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.   არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში, ადამიანების გატაცებაში, შანტაჟში, ჯაშუშობასა და კიდევ სხვა მძიმე სახის დანაშაულშია ბრალდებული. ამ ინფორმაციას სააგენტო Sozcu ავრცელებს. 

მასთან ერთად ბრალდებულის სკამზე მისი 236 თანამოაზრეც აღმოჩნდა. წინასწარ პატიმრობაში ოკტარი 2018 წლის ივლისიდან იმყოფება. მანამდე  თეოკრატიული რევოლუციის მოწყობის მცდელობის ბრალდებით 1986 წელსაც იყო დაპატიმრებული, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს.

კომენტარები