თუშეთის გზაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება

თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგულ ერთ ადამიანს.

დილიდან  საავტომობილო გზა სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე გადაიკეტა.

27 ივლისს სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან გადავარდა. მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. მათგან სამს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები