თუშეთში, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი ამოიტანეს

სპეციალური ტექნიკის საშუალებით, თუშეთში, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი ამოიტანეს.

სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.  მყვინთავებს მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცის დათვალიერების საშუალება მიეცათ. ერთი მოქალაქე, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღეა ეძებენ, ჯერ ვერ იპოვეს.

მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერებაც.

ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა.

კომენტარები