„თუ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია დასტურდება, ეს ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდი წვლილი იქნება“

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:

„თუ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია დასტურდება, ეს ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდი წვლილი იქნება.

ეს ამბავი რუსეთის ხელისუფლების ნეგატიურ რეაქციას ვერ გამოიწვევდა. სირიაში დისლოცირებულმა ჩვენმა სამხედროებმა ნამდვილად დააფიქსირეს ამერიკული თვითმფრინავები და დრონები, რომლებსაც იდლიბში ოპერაციის ჩატარება შეეძლო. თუ ინფორმაცია აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ დასტურდება, ეს ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდი წვლილი იქნება“.

27 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს.

კომენტარები