„თუ ადამიანი იესოს ლოცვას გულით ამბობს, გულიდან ამოიძახებს – დამერწმუნეთ, მას ყოველთვის მოუსმენს უფალი“

-„თუ ადამიანი იესოს ლოცვას გულით ამბობს, გულიდან ამოიძახებს – დამერწმუნეთ, მას ყოველთვის მოუსმენს უფალი. ამასთანავე უნდა ვაცნობიერებდეთ, რას ნიშნავს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ ბასილი დიდი ამბობს: ადამმა რომ შესცოდა, უფალმა იმწამსვე აპატიაო. შენ რომ რაღაც ამქვეყნიური გჭირდება, განა არ იცის?! სანამ ითხოვ, მანამდე იცის, რა გჭირდება შენ! უფალი ამბობს, ნუ ზრუნავ ამისთვის, შენ სასუფეველი ეძიე, ანუ მე მეძებე და ყველაფერს მოგცემო. რა არის ეს „შემიწყალე?” ეს, უპირველეს ყოვლისა, როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, მართლმადიდებელისათვის არის: უფალო, შენი სიყვარული მაჩუქე. ვიცი, რომ გიყვარვარ, მაგრამ მინდა, ეს ვიგრძნო. სხვა არაფერი არ მინდა – შენთან მამყოფე, ეს მინდა, სხვა არაფერი! შემიწყალე ნიშნავს, რომ მიჭირს. მიჭირს, რომ შენი სიყვარული ვიგრძნო, მიჭირს, რომ შენთან ყოფნა მინდა და ვერ ვარ. ეს არის არსი იესოს ლოცვისა და საერთოდ, ყველა ლოცვისა“.

დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე)

კომენტარები