„თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და არ განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, უნდა დავიცვათ“-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა

-„ბოლო კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა 2%-ს გადააჭარბა, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობაც გაიზარდა. საზოგადოებამ არსებული გამოცდილება უნდა გამოიყენოს და ვითარების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთოს.

მთავარია მაქსიმალურად ავწიოთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ჩამოსული იყო 75%-დან, რაც იანვარში გვქონდა, 43%-ზე. ბოლო მონაცემებით გვაქვს 51%. ანუ, ადამიანებს რომ ვეუბნებით, აუცილებელია ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, ეს გარკვეულ შედეგს გვაძლევს, მაგრამ ცოტაა ეს. უნდა ავიდეთ სულ მცირე 75-80, საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, შედარებით მშვიდად რომ ვიყოთ.

აუცილებელია დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა. რამდენიმე რეგიონში კლასტერების გაჩენას წინ ხალხმრავალი შეკრებები, – ქელეხები და ქორწილები უძღოდა. მოსახლეობას მოვუოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებებისგან. ეს ისედაც დადგენილებით შეზღუდულია, მაგრამ მოსახლეობა, სამწუხაროდ, არ დაჰყვება ამ შეზღუდვებს. როგორმე გავითავისოთ, თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და არ განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, უნდა დავიცვათ ეს რეკომენდაციები“.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.

კომენტარები