„თუ, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს განცდა, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება დროულად, მზად ვართ, ჩავერთოთ აღნიშნული საქმის გამოძიებაში“ – ნინო ლომჯარია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლიური ანგარიში წარადგინა.

-„თუ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს აქვს განცდა, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება დროულად, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ აღნიშნული საქმის გამოძიებაში.

თავად საქმის სტრუქტურა და ის, რაზეც მოწმეები საუბრობენ, აჩენს გარკვეულ მსგავსებას ხორავას ქუჩის საქმესთან.

მაქვს გარკვეული შიშები, რამდენად ეფექტურად წარიმართება და დროულად ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭიროა, რომ ამ ტიპის საქმეებზე ჩატარდეს, რაც ვერ ჩატარდა ხორავას ქუჩის საქმეზე, რის გამოც ხარვეზებით წარიმართა გამოძიება. მინდა, სახალხო დამცველის დახმარება შევთავაზო დაზარალებულ ოჯახს. მოვთხოვთ პროკურატურას, რომ მოგვცეს დაშვება საქმის მასალებზე და დავეხმაროთ მათი საპროცესო უფლებების რეალიზაციის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები