„თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“
შალვა თადუმაძის განცხადებით:
„თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ.
როცა დადგება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, მის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დააყენებს პროკურატურა”.
გამოძიების მიმდინარეობისას იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის“.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი.