„თუ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენსავე გეგმით, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას“-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა:

-„ვაქცინების მარაგი ქვეყანაში თანდათანობით ფართოვდება. ახლა მასმედიაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას, რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტივობა, დღეს ეპიდემიის დამთავრების სხვა იარაღი ქვეყანაში არ არის. ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. წელს თუ ჩვენ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენსავე გეგმით, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,  ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

კომენტარები