თუ ეს არ მოხდა,არაფერი გვეშველება

“ქართული ოცნების”წევრი მურად დიასამიძე  საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს:

ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გავიგეთ! გასაგებია რომ, ამ მთავრობამ დაუშვა შეცდომა რომ გავრილოვი შემოიყვანა! გავიგეთ და ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ რუსეთი ოკუპანტია! სწორი იყო რომ ხალხმა გამოხატა პროტესტი პარლამენტის წინ მაგრამ, რომ არ ყოფილიყო მოწოდებები ოპოზიციური პარტიის ლიდერებისგან, პარლამენტში შეჭრაზე და ამ მთავრობის დამხობაზე, იქნებოდა ყველაფერი მშვიდ ვითარებაში. გადადგა პარლამენტის თავჯდომარე, მიდის გამოძიება ყველა იმ პირზე ვინც გადააჭარბა თავის უფლება მოვალეობებს. ეხლა მეორე კითხვა რატომ არ ღებულობენ ის თეთრ პერანგიანი ოპოზიციის ლიდერები პასუხისმგებლობას რომლებმაც მიატოვეს ხალხი, მაშინ როცა ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ პარლამენტში შევარდნაზე( იხილეთ კადრები) აქ მგონი ყველამ უნდა აღიაროს თავისი წილი შეცდომები. თუ ეს არ მოხდა არაფერი გვეშველება. გახარია ჩვენი მინისტრია და არ უნდა გადადგეს!!! ( ამას გამოკითხვები ადასტურებს) ჩვენ ვცხოვრობთ ორად გახლეჩილ საზოგადოებაში. მე მიყვარს ჩემი საქართველო და ვარ კანონმორჩილი ადამიანი. არ მიყვარს ჯალათები რომლებმაც 9 წელი სისხლის გუბეები დააყენეს. სამასი ათასი კაცი ციხეში გამოკეტეს, ბიზნესს ატერორებდნენ, მიტინგებს არბევდნენ და ცხედრებს სახურავზე აწყობდნენ. ჯერ აქედან უნდა დაიწყოს გამოძიება და თვითონ ოპოზიციამ უნდა მოითხოვოს ეს! სამართალი ურმით მოდის და ყველას მოეკითხება.

კომენტარები