„თუ ეს ვაქცინა არა გაქვს გაკეთებული, შეიძლება შენ მოგზაურობის უფლება არ გქონდეს, სამსახურში შეიძლება არ მიგიღონ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ვაქცინა“ – შალვა კეკელია

-„თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, მასზე უარის თქმის შემთხვევაში, საზღვარგარეთ მოგზაურობას ან დასაქმებას აკრძალავენ, მას არ გავიკეთებ.

მსგავსი პირობებით ვაქცინაცია ადამიანების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. თქვენ ჟურნალისტები ხართ, შეგიძლიათ მოიკითხოთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა შარშან “ღორის გრიპით”. როდესაც არ იციან ამ სენის შესახებ რა სენია, რატომ უნდა იყოს აუცილებელი და სავალდებულო, ეს ვაქცინა გავიკეთოთ?! საკითხი შეიძლება დადგეს – თუ ეს ვაქცინა არა გაქვს გაკეთებული, შეიძლება შენ მოგზაურობის უფლება არ გქონდეს, სამსახურში შეიძლება არ მიგიღონ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ვაქცინა კი არ არის, სხვა რამისკენაა მიმართული. თუ ასეთი მიდგომა იქნება ვაქცინასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ მას არ გავიკეთებთ. ადამიანებს ყველას თავისი არჩევანი აქვს, ყველას შეუძლია გადაწყვიტოს მიიღებენ, თუ არ მიიღებენ. მე როგორც მოძღვარი და სასულიერო პირი ვამბობ, თუ ამ ვაქცინის გარეშე არ მექნება უფლება სამსახურში ვიარო, უცხოეთში ვერ ვიმოგზაურებ, სკოლაში ჩემს შვილს ვერ მივიყვან, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ .ეს ვაქცინა არის ერთ-ერთი ნიშანი და ეს ვაქცინა არის ადამიანების საწინააღმდეგოდ მომართული “ღორის გრიპით” ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო, მინდა გავიკეთებ, მინდა არ გავიკეთებ“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჟურნალისტენთან.

კომენტარები