„თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ამ ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით“ – ეკატერინე ტიკარაძე

-„თებერვლის თვეში, როდესაც პირველი კოვიდინფექცია დაფიქსირდა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ადგილზე შეეძლო ამ პაციენტების მომსახურება და დიაგნოზის დადგენა, ჰქონდა თუ არა პაციენტს კოვიდინფექცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩართული ვართ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან არის მოწოდებული. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ამ ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

კომენტარები