„თუ ვინმეს შენიშვნისა ან რჩევის მოცემა სურს, აი ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და იმუშაონ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია” – ლევან რატიანი

-„ამ დროისთვის კლინიკაში გვყავს 118 პაციენტი, აქედან დადასტურებულია 91 შემთხვევა. 9 პაციენტი  რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 9 პაციენტიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

დანარჩენები გადანაწილებულები არიან სიმძიმის მიხედვით სხვადასხვა სართულებზე. 47 პაციენტზე დადასტურებულია მწვავე პნევმონია.

მკურნალობა იცით რომ არის სიმპტომური სახელმწიფო გაიდლაინის მიხედვით. ასევე მინდა ორიოდ სიტყვა გითხრათ იმ აჟიოტაჟზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი.

თუ ვინმეს შენიშვნისა ან რჩევის მოცემა სურს, აი ბატონო კლინიკა და სივრცე. შეუძლიათ მობრძანდნენ  და ამ სივრცეში რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია იმუშაონ. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს.

რაც ვირუსი გაჩნდა სამყარო შეიცვალა, ეს გახდა გლობალური პრობლემა რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. უამრავი რამ იწერება ამასთან დაკავშრებით და მინდა უთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი რომ ერთად უნდა გადავრჩეთ, არ არის ქილიკის დრო, რადგან ახლა ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც თავზე გვაზის უხილავი მტერი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს შენიშვნისა ან რჩევის მოცემა სურს, აი ბატონო კლინიკა და სივრცე. შეუძლიათ მობრძანდნენ  და ამ სივრცეში რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია იმუშაონ. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, რადგან შესაძლოა ჩვენც გავხდეთ დაავადებულები და დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით”, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

კომენტარები