“თუ თქვენი შვილი 20 წუთის განმავლობაში თოვლში, სუფთა ჰაერზეა, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს“

თოვ­ლის მოს­ვლას არა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი, უფ­რო­სე­ბიც მო­უთ­მენ­ლად ელი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით ვირუ­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის სე­ზონ­ზე, რად­გან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბით, თოვ­ლი სა­სარ­გებ­ლოა იმუ­ნი­ტე­ტი­სა და ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

რა და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა აქვს თოვლს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თოვ­ლი­ან გა­რე­მო­ში ბავ­შვის გაყ­ვა­ნა, რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მშობ­ლებ­მა ზამ­თრის კუ­რორ­ტის არ­ჩე­ვი­სას – ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე mshoblebi.ge-ის პა­სუ­ხობს იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ივა­ნე ჩხა­ი­ძე:

– პირ­ველ რიგ­ში უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ თოვ­ლი­ან მთის კუ­რორტზე სუფ­თა ჰა­ე­რის და­დე­ბი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა სწრა­ფად­ვე იწყე­ბა. თქვე­ნი შვი­ლი ჩას­ვლის­თა­ნა­ვე იწყებს იმ ჰა­ე­რით სუნ­თქვას, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით უფრო სუფ­თაა, ვიდ­რე ქა­ლა­ქის ჰა­ე­რი. ამა­ში ხელს უწყობს სწო­რედ თოვ­ლი.

 

თოვ­ლი წმენ­დს ჰა­ერს და ყვე­ლა იმ მტვრის ნა­წი­ლა­კებს, მე­ტა­ლებ­სა თუ ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ხი­ფა­თო ელე­მენ­ტებს აცი­ლებს მას. ამი­ტომ, როცა თქვენ მთის კუ­რორტზე ხვდე­ბით და იქ თოვ­ლი მო­დის, ჩათ­ვა­ლეთ, რომ სუნ­თქავთ ქა­ლაქთან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით სუფ­თა ჰა­ერს, რაც ხელს უწყობს ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის სა­სუნ­თქი სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბას.

მე­ო­რე, ზამ­თრის კუ­რორტზე ბავ­შვე­ბი არ უნდა ჩა­ი­კეტ­ნონ ოთა­ხებ­ში, სა­სარ­გებ­ლო აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბაა და ამის მა­გა­ლი­თი, თუნ­დაც თოვლში სი­ა­რუ­ლია, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს გა­ცი­ლე­ბით მეტ ენერ­გი­ა­სა და ძა­ლას.

თოვლში მოძ­რა­ო­ბა კუნ­თე­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი დატ­ვირ­თვაა, ის ავარ­ჯი­შებს და აძ­ლი­ე­რებს კუნ­თო­ვან სის­ტე­მას, გან­სა­კუთ­რე­ბით ქვე­მო კი­დუ­რე­ბის კუნ­თებს, ორ­გა­ნიზ­მი უფრო მეტ ენერ­გი­ას გა­მო­ი­მუ­შა­ვებს იმი­სათ­ვის, რომ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის დროს მეტი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა დაძ­ლი­ოს.

ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს მეტი ენერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა უწევს სი­ცი­ვის გა­მოც, ასე რომ შე­გიძ­ლი­ათ ჩათ­ვა­ლოთ, ეს ორი­ვე ფაქ­ტო­რი – რომ თოვლში მოძ­რა­ო­ბა და სი­ცი­ვე, მი­ნი­მუმ ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სპორ­ტით და­კა­ვე­ბის იდენ­ტუ­რია, რა­საც ბავ­შვე­ბი ხში­რად მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან.

მე­სა­მე, ით­ვლე­ბა, რომ თოვ­ლი და, ზო­გა­დად, ცივი ჰა­ე­რი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის­თვის ბიძ­გის მიმ­ცე­მია, რაც ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვით ძა­ლებს აძ­ლი­ე­რებს.

ასე­ვე, თუ თქვე­ნი შვი­ლი თუნ­დაც 15-20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თოვლში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მზი­ან გა­რე­მო­შია, D ვი­ტა­მი­ნის დღი­ურ დო­ზას იღებს. მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა D ვი­ტა­მი­ნის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლია და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის, არა მარ­ტო კალ­ცი­უ­მის ცვლის მო­წეს­რი­გე­ბის, არა­მედ სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის და სის­ტე­მე­ბის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის წა­­კი­თხეთ ვრცლად

კომენტარები