„თუ კოვიდინფიცირებული რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია – არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები“

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

-„არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები, მათ განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ, ასეთი პაციენტი შეიძლება ბინაზე დარჩეს.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები, ტრენინგები კიდევ გრძელდება. მთავარია, გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ, – ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე, ვისი – არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, – პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება.

ექიმების მიერ რისკჯგუფებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თუ პაციენტი რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია“, – განაცხადა  ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „იმედის დღეში“.

425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.

კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

თბილისი – 425; , იმერეთშ – 372;  აჭარა – 193; გურია – 21;  სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27; ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში -9, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე 9 შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1194 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 326,  გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3071, კოვიდ-სასტუმროში – 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

კომენტარები