„თუ პირბადე მისთვის რაიმე დისკომფორტია, უფლება ეძლევა მოიხსნას. ჩვენ გვყავს აბიტურიენტები, რომლებიც თვლიან  მათი უსაფრთხოებისთვის უკეთესია ეკეთოს პირბადე“ – ნუნუ მიცკევიჩი

-„იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში დახურულ სივრცეში პირბადის ტარების  მოთხოვნაა, მაგრამ გავითვალისწინეთ ის სპეციფიკა, რომ აბიტურიენტი განთავსებულია ფიზიკური ბარიერით, გამიჯნული მეორე აბიტურიენტისგან, მას აქვს ინდივიდუალური სივრცე, ამასთან ერთად მან არ უნდა ისაუბროს წერის პროცესში, ამის გათვალისწინებით გამონაკლის შემთხვევაში, თუ პირბადე მისთვის რაიმე დისკომფორტია, უფლება ეძლევა მოიხსნას. ჩვენ გვყავს აბიტურიენტები, რომლებიც თვლიან  მათი უსაფრთხოებისთვის უკეთესია ეკეთოს პირბადე, მთელი გამოცდის პროცესში არიან პირბადით და ასე წერენ ტესტებს. ეს მათ არჩევანია“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

ერთიანი ეროვნულ გამოცდებისთვის საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. COVID-19-ის შემდეგ გავრცელების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური შეკრებაა.

კომენტარები