„თუ რამე კარგი გვაქვს, ეს ქრისტიანულ ეკლესიასთან თანაზიარობის შედეგად გვაქვს, თუ რაიმე მანკიერება, ქრისტესგან განშორების“ – მიტროპოლიტი შიო

-„თუ რამე კარგი გვაქვს, ეს ქრისტიანულ ეკლესიასთან თანაზიარობის შედეგად გვაქვს, თუ რაიმე მანკიერება – ეკლესიისგან, ქრისტესგან განშორების შედეგად.

ჩვენი ერის დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ იგი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ სინამდვილეში ჩანს, რომ არ ვართ ყველა ამ მადლით აღვსილნი, ამ შუქისა და ცეცხლის მატარებლები, სამწუხაროდ, დღეს ამაზე უნდა დავფიქრდეთ.

არ არის საკმარისი იყო მარტო მონათლული, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, რადგან შეიძლება ამ მადლმა პირიქით, პასუხისმგებლობა უფრო დაამძიმოს, თუ შენ არ გააღვიძე და არ განავითარე ის. როგორც კანდელს სჭირდება ზეთის დამატება, ასევე ადამიანს სჭირდება გაღვივება ამ მადლისა, სიწმინდისა, მოშურნეობა, მოღვაწეობა, განწმენდა გულის სიტყვების, აზრების და გამოსწორება ცხოვრებისა. ეს არის ის, რასაც უფალი ჩვენგან ელოდება.”

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, უფალი შეეწიოს ჩვენს სამშობლოს“.

პატრიარქის მოსაყდრე – სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო

კომენტარები