თუ საქართველოში ნავთობმრეწველობას სრული სიმძლავრით განვავითარებთ, საქართველოში იქნება ბევრი ფული, მაგრამ ეს უკვე საქართველო აღარ იქნება!

გუგა სამხარაძე :

ბოლო ხანს სოც.ქსელში დიდად ვერ ვაქტიურობ. ხანდახან – მთელი კვირის განმავლობაში ვერ შემოვდივარ. ამას ორი მიზეზი აქვს: 1) ვმუშაობ ტურისტულ კომპანიაში, რადგან ყოველდღიური “ორი კაპიკი” მჭირდება (ისევე, როგორც ნებისმიერ თქვენგანს); 2) ვმუშაობ წიგნის თარგმანზე. უკვე ვასრულებ. ჩაბარების ვადები კი გვარიანად გადამიცდა, რის გამოც, ფრიად უხერხულად ვგრძნობ თავს დამკვეთთან…დიდი შანსია, რამდენიმე დღის განმავლობაში “აქ” შემოსვლა ვეღარ შევძლო. ამიტომ მინდა, მოგითხროთ ერთი ამბავი – დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ “ჩემი ტურისტი” იყო მსოფლიოში ცნობილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და მომღერალი, ბენიამინო ჯილის პრემიის ლაურეატი, ბატონი რიდვან სადირხანოვი (მეუღლესთან, ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად) – საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება. მან მითხრა ისეთი რამ, რაც ნამდვილად არ ვიცოდი (სხვათა შორის, ტურისტებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. უამრავ საინტერესო ადამიანს ვხვდები. დღიურსაც ვაწარმოებ, რომელიც,ალბათ, ოდესმე წიგნად გამოიცემა). მოკლედ, მითხრა: “მე პირველი პროფესიით მენავთობე-ინჟინერი ვარ. განსაკუთრებით მიყვარს ქართველები. ისეთ რამეს გეტყვი, რაც არ გეცოდინება, რადგან არსად წერია – საბჭოთა კავშირის დროს, საკავშირო ნავთობმრეწველობის სამინისტროდან, “საქნავთობს” მე ვკურირებდი. ყველა ე.წ. “მოკავშირე რესპუბლიკის” ხელმძღვანელობა ცდილობდა, მოეძებნათ ნავთობი მათ ტერიტორიაზე და გაეფართოვებინათ ნავთობმრეწველობა. ქართველები ერთადერთი იყვნენ, ვინც მოსკოვში “საქმეს აწყობდა”, რათა საქართველოში ნავთობმრეწველობა…არ განვითარებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან სერიოზული მარაგი აქვს. დავინტერესდი – რატომ-მეთქი. ქართველმა ჩინოვნიკებმა მითხრეს – თუ საქართველოში ნავთობმრეწველობას სრული სიმძლავრით განვავითარებთ, საქართველოში იქნება ბევრი ფული, მაგრამ ეს უკვე საქართველო აღარ იქნება . იქნება კომფორტული შენობები და ყოველ ნაბიჯზე – ჭაბურღილები, დაიკარგება საქართველოს მთელი ხიბლი და კოლორიტიო…ეს რომ გავიგე, გამოვშტერდი (საუბარი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და მან თქვა – აბალძელ) და ვთქვი – ყოჩაღ, ქართველებო, მაგრები ხართ. იმის შემდეგ ვგიჟდები ქართველებზე და ენასაც ვსწავლობ”. მოკლედ, ასეთი ამბავი მითხრა..ბოლო ხანს სოც.ქსელში დიდად ვერ ვაქტიურობ. ხანდახან – მთელი კვირის განმავლობაში ვერ შემოვდივარ. ამას ორი მიზეზი აქვს: 1) ვმუშაობ ტურისტულ კომპანიაში, რადგან ყოველდღიური “ორი კაპიკი” მჭირდება (ისევე, როგორც ნებისმიერ თქვენგანს); 2) ვმუშაობ წიგნის თარგმანზე. უკვე ვასრულებ. ჩაბარების ვადები კი გვარიანად გადამიცდა, რის გამოც, ფრიად უხერხულად ვგრძნობ თავს დამკვეთთან…დიდი შანსია, რამდენიმე დღის განმავლობაში “აქ” შემოსვლა ვეღარ შევძლო. ამიტომ მინდა, მოგითხროთ ერთი ამბავი – დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ “ჩემი ტურისტი” იყო მსოფლიოში ცნობილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და მომღერალი, ბენიამინო ჯილის პრემიის ლაურეატი, ბატონი რიდვან სადირხანოვი (მეუღლესთან, ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად) – საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება. მან მითხრა ისეთი რამ, რაც ნამდვილად არ ვიცოდი (სხვათა შორის, ტურისტებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. უამრავ საინტერესო ადამიანს ვხვდები. დღიურსაც ვაწარმოებ, რომელიც,ალბათ, ოდესმე წიგნად გამოიცემა). მოკლედ, მითხრა: “მე პირველი პროფესიით მენავთობე-ინჟინერი ვარ. განსაკუთრებით მიყვარს ქართველები. ისეთ რამეს გეტყვი, რაც არ გეცოდინება, რადგან არსად წერია – საბჭოთა კავშირის დროს, საკავშირო ნავთობმრეწველობის სამინისტროდან, “საქნავთობს” მე ვკურირებდი. ყველა ე.წ. “მოკავშირე რესპუბლიკის” ხელმძღვანელობა ცდილობდა, მოეძებნათ ნავთობი მათ ტერიტორიაზე და გაეფართოვებინათ ნავთობმრეწველობა. ქართველები ერთადერთი იყვნენ, ვინც მოსკოვში “საქმეს აწყობდა”, რათა საქართველოში ნავთობმრეწველობა…არ განვითარებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან სერიოზული მარაგი აქვს. დავინტერესდი – რატომ-მეთქი. ქართველმა ჩინოვნიკებმა მითხრეს – თუ საქართველოში ნავთობმრეწველობას სრული სიმძლავრით განვავითარებთ, საქართველოში იქნება ბევრი ფული, მაგრამ ეს უკვე საქართველო აღარ იქნება . იქნება კომფორტული შენობები და ყოველ ნაბიჯზე – ჭაბურღილები, დაიკარგება საქართველოს მთელი ხიბლი და კოლორიტიო…ეს რომ გავიგე, გამოვშტერდი (საუბარი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და მან თქვა – აბალძელ) და ვთქვი – ყოჩაღ, ქართველებო, მაგრები ხართ. იმის შემდეგ ვგიჟდები ქართველებზე და ენასაც ვსწავლობ”. მოკლედ, ასეთი ამბავი მითხრა..

კომენტარები