„თუ უნდოდა გაეგო მთელი შეხვედრა რაზე იყო, უნდა დარჩენილიყო“- გიგა ბოკერია შალვა ნათელაშვილს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, 17 მარტს ხვედრა გაიმართა. „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების შორის მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, -მოლაპარაკების მაგიდასთან განსახილველი ძირითადი საკითხები ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ ყოფილა, ამის გამო  მან შეხვედრა დატოვა.

-„ბატონი შალვა უნდა დარჩენილიყო შეხვედრაზე ბოლომდე, თუ უნდოდა, სრული სურათი ჰქონოდა, თუ უნდოდა გაეგო მთელი შეხვედრა რაზე იყო, უნდა დარჩენილიყო” – განაცხადა „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.

კომენტარები