„თუ ქვეყანაში კარანტინი დაწესდება, ეს პირდაპირ დაარტყამს ბელარუსის ეკონომიკას. რა ვჭამოთ მერე? დისტანციურად ვწველოთ ძროხები?“

-„თუ ქვეყანაში კარანტინი დაწესდება, ეს პირდაპირ დაარტყამს ბელარუსის ეკონომიკას.  არ ვაპირებ ამის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის გამოცხადების მოთხოვნით უკვე ონლაინ-პეტიციაც არსებობს. პეტიციას ხელს 150 ათასი ადამიანი აწერს.

ჩვენთან ყვირიან – კარანტინიო, კომენდანტის საათიო და ა.შ. მისმინეთ, ამაზე ადვილი არაფერია და 1 დღეში ვიზამთ, მაგრამ რა ვჭამოთ მერე? დისტანციურად ვწველოთ ძროხები, თუ დასვენების დღეები გამოვაცხადოთ?“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ

ბელარუსში კორონავირუსის 700 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 13 გარდაიცვალა, 53 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები