„თუ ღვთის დაშვებით მოვიდა განსაცდელი, საკმარისია ერთი ამოოხვრა ღვთის წინაშე – მამა“- თეოდორე გიგნაძე 

-„როდესაც შენ განსაცდელი არ გაქვს და მაშინ, გულმხურვალედ, ღმერთის მაძიებელი ხარ,
ღვთის სიტყვის მაძიებელი ხარ,
სიბრძნის მაძიებელი ხარ,
ღმერთის მაძიებელი ხარ მაშინ, როცა განსაცდელი არ გაქვს,
თუ ღვთის დაშვებით მოვიდა განსაცდელი, საკმარისია ერთი ამოოხვრა ღვთის წინაშე –
მამა
– იმ წამსვე ღმერთი შენთან არის.
ოღონდ ამის წინაპირობა არის შენი შვილებრივი დამოკიდებულება,
ხოლო, როდესაც შენ ღმერთს უარყოფ და შენსა და მას შორის კავშირი გაწყვეტილი გაქვს,
როცა შენ არ გიცნობს უფალი, როგორც მის შვილს,
მაშინ შენი ეს ამოოხვრაც ანგარებიანია
და ანგარებიანი, ამაყი, ამპარტავანი, ამასოფლის მოყვარე სულსა და ღმერთს შორის კავშირი არ არის,
მას განსაცდელი, ხანდახან, წამალივით სჭირდება,
იმისათვის, რომ მისი სიამაყე მოდრკეს და მან დაინახოს რა არის ჭეშმარიტება“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 16.03.2021
კომენტარები