„თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის!“ – გიორგი არველაძე

-„შეწყვიტეთ თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება! არჩევნები აღარ არსებობს! თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის! გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა… რევოლუციური კომიტეტები ქალაქებსა და სოფლებში. შექმენით წინააღმდეგობის რაზმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მუდმვად ჩაბმულნი იქნებიან ქვეყნის მასშტაბით მცირე აქციებსა და ოპერაციებში, თუ საჭიროა შეტაკებებშიც, რომლებიც საჭირო დროს დადგებიან საარჩევნო უბნებთან ნარკომანი ძველი ბიჭებისთვის პასუხის გასაცემად, რომელთაც საჭირო დროს ექნებათ ჩაფხუტიც, რომ გაუძლონ პოლიციის ხელკეტს, სათვალეც და პირბადეც, რომ დაიცვან თავი ცრემლმდენი გაზისგან და რეპრესიული სისტემის მიერ ამოცნობისგან. არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად“, – წერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი გიორგი არველაძე.

კომენტარები