თქვენი პრინციპულობის და სამართლიანობის იმედი მაქვს და ვფიქრობ შესაბამის ზომებს მიიღებთ

ბ-ნ პრემიერო მინდა მოგახსენოთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში შექმნილ არასახარბიელო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მთელი ერი გაერთიანდა ინფექციის წინააღმდეგ და მინისტრთა კაბინეტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ( რასაც რათქმაუნდა ვაფასებ ) ამ დროს ქობულეთის მერი ერთჯერადი ვიდეო მიმართვით არის დაკავებული და გვიხსნის თურმე როგორი სახიფათოა ”კოვიდ 19”

მუნიციპალიტეტში მოშლილია მერიის სამსახური, პრეს სამსახურიდან დაწყებული უბრალო ა ა (ი) პ მდე დასრულებული,
მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და მათი დაიგნორება უკვე მირიან ქათამაძე ქობულეთის მერი / Mirian Katamadze ხელწერად არის გადაქცეული,

ამასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა (განსაკუთრებით ამდროს) ქალქში მუნიციპალური ტრანსპორტის თითქმის არ არსებობაა, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ქალქს ორი ყვითელი ავტობუსი დარჩა, რომელშიც არათუ დასხდომას არამედ ფეხზეც კი ვერ დადგები ადამიანი, თქვენ უკეთ იცით სავსე ავტობუსი და უკონტროლო დისტანცია რა საფრთხეს შეიცავს.

ჯერკიდევ რამდენიმე თვისწინ მივმართე მერიას მუნიციაპური ტრანსპორტის პრობლემასთან დაკავშირებით, რაც დღეს საფრთხედ გადაიქცა.
რაც ყველაზე სამწუხაროა, ქობულეთის ქუჩებში თითქმის ვერ ვხედავ ქალაქის დასუფთავების სამსახურს,
დასაწყისითვის მინდა ამ პრობლემებზე მოგახსენოთ, მნიშვნელოვან და მარტივად მოსაგვარებელზე.

ყველაფერი,რომ ჩაივლის ბ-ნ გიორ უფრო ვრცლად მოგაწოდებთ ინფორმაციას ბ-ნ მირიანზე რომელიც როგორც ვიცი ყველასდა გასაკვირად ქობულეთის ქართული ოცნების ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

თქვენი პრონციპულობის და სამართლიანობის იმედი მაქვს და ვფიქრობ შესაბამის ზომებს მიიღებთ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები