დარჩებით ისტორიაში ერთი ძონძებით მოხიბლული ქალი, რომელიც ვერცხლზე იყიდება და ნამუსი მხოლოდ ჯოჯოხეთში შეაწუხებს! – თამარ თორაძე პრეზიდენტს მიმართავს:

ამერიკაში მცხოვრები

თამარ თორაძე,

რომელიც 90-იან წლებში მისი ოჯახის ამოწყვეტას გიორგი რურუას უკავშირებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლითაც პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების პირობას იძლევა. თამარ თორაძემ კომენტარის გავრცელება ექსკლუზიურად, “თვალსაზრისის” საშუალებით ისურვა:  

“გამარჯობა ქალბატონო სალომე!

 – შოკში ვარ დღევანდელი თქვენი გამოსვლით! რომელიც რადიკალურად განსხვავდება წინა გამოსვლებისგან. კაცის მკვლელს გარეთ უშვებთ ( გიორგი ჟორიკა რურუას) და ამის მერე როგორ ვიყოთ მშვიდად ქართველები???

რას აკეთებთ??? რატო იგდებთ აბუჩად საზოგადოებას??? რატო იგდებთ აბუჩად საკუთარ თავს?? ამხელა ქვეყანაში ამერიკაში რატო იჭრით თავებს??? რას ანახებთ სხვა ქვეყნებს?, რომ არაფერი შეგიძლიათ საკუთარი ხალხისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის??

ესეთ სერიულ კაცის მკვლელს რა უნდა გარეთ??

ან თქვენ რა ნამუსით დაიძინებთ ამხელა ცოდვას ჩადიხართ???

აი, თუ მართლა ეს მოხდება, მე გაძლევთ პირობას, რომ თქვენ არ იქნებით ღირსეული საქართველოს პრეზიდენტი!

თქვენ დარჩებით ისტორიაში ერთი ძონძებით მოხიბლული ქალი, რომელიც ვერცხლზე იყიდება და ნამუსი მხოლოდ ჯოჯოხეთში შეაწუხებს!

თქვენ ვერ გაიხარებთ ჩემი ოჯახის ცოდვით და თვითეული სისხლის წვეთი ჩემი ოჯახის თქვენთან გადმოსულიყოს ღმერთს ვთხოვ და სამუდამო ტანჯვა არ აგარიდოთ არასდროს!!

თუ დაუშვებთ რურუა მკვლელის გამოშვებას!”

 

წყარო: თამარ თორაძის პირადი წერილი “თვალსაზრისს”

მასალის გაზიარების შემთხვევაში წყაროს მითითება აუცილებელია!

კომენტარები