„თქვენ სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი…“-ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

„მოქალაქეების” ლიდერი, პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მიმართავს:

-„ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, თქვენ სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი ძალიან ურტყამს. გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგათ საწვავზე ფასების დაწევის მიმართულებით.

ნახევარ წელზე მეტია მიდის იწილო-ბიწილო, ვინ სად შემოვა, ვინ საიდან გამოვა, ამასობაში კიდევ უფრო გაღარიბდა ჩვენი ისედაც ღარიბი ქვეყანა, ფასები „მიფრინავს“,-  პირდაპირ კოსმოსში მიფრინავს.

ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია საწვავის ფასები. 3 ლარს გადასცდა უკვე ლიტრი ბენზინის ფასი.

ან აქციზის გადასახადი დაწიეთ, ან ცოტა დააწევინეთ მადა ნავთობის იმპორტიორებს. გასაგებია, ბიზნესი მოგებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ ასტრონომიული მოგებიდან, იქნებ ცოტა ქვემოთ ჩამოვიდნენ და ოდნავ მათაც შემოიჭირონ ქამარი წელზე იმიტომ, ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები ქამარს წელზე უკვე ისე ვიჭერთ,  ლამის გაწყდეს ხალხი წელში. ამ მიმართულებით დაუყოვნებლივ არის ნაბიჯები  გადასადგმელი“.

კომენტარები