„თქვენ უნდა გამოიყენოთ წამალი…ქრისტემ გაამზადა ერთი მარტივი წამალი..“ – მამა გიორგი ჩაჩავა

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, გიორგი ჩაჩავა პირველი მართლმადიდებელი სასულიერი პირია, ვინც კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

-„ქრისტემ შექმნა პირველი წამალი და დაუტოვა საზოგადოებას, საჭიროების შემთხვევაში რომ გამოეყენებინათ. ქრისტემ გაამზადა ერთი მარტივი წამალი, რომელიც მისი არ ყოფნის პერიოდში ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა. მან მოგვცა მაგალითი, ჩვენ წამალი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ეს გვჭირდება. ქრისტემ გვითხრა, – ფიზიკურად მე ყოველთვის თქვენს გვერდში არ ვიქნები, შესაბამისად თქვენ უნდა გამოიყენოთ წამალი, შექმნა ერთი მარტივი წამალი,”- განაცხადა დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ „ღამის კურიერის” ეთერში, –  იოანეს მეცხრე სახარება გაიხსენა, სადაც ქრისტე თავისივე დანერწყვილი თიხით განკურნავს ავადმყოფს. 

კომენტარები