„თქვენ ხართ ის გმირები, რომლებიც დგახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე; თქვენი დახმარებით“ – ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარებს შეხვდა. 

-„თქვენ ხართ ის გმირები, რომლებიც დგახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე; თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას“, – ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს.

-„გამორიცხულია, ვერ დავინახოთ, არ დავაფასოთ და თითოეულმა ჩვენგანმა სამადლობელო სიტყვები არ გითხრათ თქვენი დამსახურებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსაც, რომელიც დღეს არ არის დარბაზში, ვერ გვერთვება ეკრანიდან დისტანციურად. ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველივე დღიდან ჩაერთო კოვიდინფექციასთან ბრძოლაში. თქვენ ის ხალხი ხართ, რომლებიც არ შეუშინდით არცერთ გამოწვევას. მიუხედავად იმისა, რომ იანვარში არათუ საქართველომ, მსოფლიომაც კი არ იცოდა, რა საფრთხის შემცველი იყო კოვიდინფექცია და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითეული ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ ისეთი გმირები, რომლებიც დღესდღეობით თქვენ ხართ ჩვენთვის. თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები