„თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი. თქვენ სწავლობდით ჯიხურში, ფეხიც არ გაქვთ მიდგმული იმ უნივერსიტეტში, რომლის დიპლომიც გაქვთ“

ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს მიმართა:

„თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი. თქვენ სწავლობდით ჯიხურში, ფეხიც არ გაქვთ მიდგმული იმ უნივერსიტეტში, რომლის დიპლომიც გაქვთ“.

სალომე სამადაშვილის სიტყვებს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა სამადაშვილს „მადლობა“ გადაუხადა:

„როგორც გენერალურ პროკურორს, აქვს თმენის ვალდებულება და ითმენს“.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სამადაშვილს მიმართა:

„ქალბატონო სალომე, თქვენ იქცევით პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელი საქციელით. კეთილი ინებეთ, შესაბამისი ქცევით დასვით კითხვა. მე კითხვებში არ გზღუდავთ. ვთხოვ ეუთო-ს წარმომადგენლებს, რომლებიც ამ სხდომას ესწრებიან, ჩაინიშნონ, როგორ იქცევიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“.

კომენტარები