„თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ, რამდენი უნდა მედავოთ! ამდენი წელია, არ მიშვებთ“-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს.:

-„ბოტებს“ მისცეს დავალება, აბა, სააკაშვილმა რომ ჩამოიყვანა სობჩაკი? ჯერ ერთი, სობჩაკი არის პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი მთელი ეს წლები. მეორე, თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ, რამდენი უნდა მედავოთ! ამდენი წელია, არ მიშვებთ საქართველოში და კიდევ მე მეზომებით? ეს ხომ ნიშნავს, -სრული არარაობები ხართ, არავინ არ ხართ. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს თქვენს ძალიან სიპატარავეს, – საქართველო არ გიყვართ, გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა, ხართ საქართველოს მოღალატეები.

ვლადიმერ პოზნერი არ იყო მთავარი რუსეთიდან ჩამოსულ დელეგაციაში.დელეგაციაში იყო „ტასის“ გენერალური დირექტორი – „ტასი“ არის ოფიციალური სააგენტო რუსეთის მთავრობის, რომელიც ამართლებს ყველა უმსგავსობას, რაც ჩადენილია საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ. „სპუტნიკი“, – ეს არის სპეციალურად შექმნილი რადიო, რომელსაც ივანიშვილმა მისცა საქართველოში მაუწყებლობის ლიცენზია, რომელიც აკრძალულია უკრაინაში,  ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას და იმის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა. ესენი არიან ჰიბრიდული ომის გენერლები!

პოზნერი არის ძველი “კაგებეშნიკი”, რომელიც პუტინმა გამოაგორა 2008 წელს, – ეს არის საქართველოს დაუძინებელი მტერი!

დიახ, სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს უნდა მოეპყრო, როგორც მტერს!

ქართულმა ახალგაზრდობამ შეუსრულა ამ პოზნერს და რუსულ პროპაგანდისტებს -ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, ჩვენი პატრიოტული სულით და ჩვენი ქართველობით! ყველაფერი კარგად იქნება!“

რუსეთის პროპაგანდისტი ლიდერების ვიზიტზე მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები