“თქვე ხატზე გადაცემულებო! ვნების კვირაში ბოკერიამ, ჩერგომ, შალიკომ, ლომჯარიამ… ქრისტე, მართლმადიდებლობა, ხატები ყველაფერი რაც ქართულია შეგვიბღალეს”-ედიშერ გვენეტაძე:

 

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს –

“თქვე ხატზე გადაცემულებო!
ვნების კვირაში ბოკერიამ, ჩერგომ, შალიკომ, ლომჯარიამ… ქრისტე, მართლმადიდებლობა, ხატები ყველაფერი რაც ქართულია შეგვიბღალეს და შეეცადნენ ყველაფერი ტრადიციულის წარწყმედას-ხმა არ ამოგიღიათ.
და გუშინ “ქართულმა მარშმა”, რომელთა ლოზუნგია “მამული, ენა, სარწმუნოება” პარტია შექმნეს და ქოლავთ! გვარები კოლხურ-იბერიული გაქვთ თქვე შეცდომით დაბადებულებო ქართველებად, მაგრამ ასე რამ მოგწამლათ და ტვინი რა ფულმა გაგიწყალათ. არ მოგწონს, არ მოგწონს შენი ნებაა მაგრამ რატომ ლანძღავ ამ გულანთებულ ბიჭებს და რატომ ელოლიავები ქრისტესფეხისმკვნეტელებს და ყოველგვარი ქართულის მოწინააღმდეგეებს.
გამაგებინეთ!
მაშინ ოფიციალურად უარყავით, რომ ქართველთა მოდგმა ხართ!”-წერს ედიშერ გვენეტაძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები