იაგო ფრანგიშვილი: „განსაჯეთ ყველამ, დიპლომიანმა თუ უდიპლომომ, როგორ შეიძლება და მოხერხდება, რომ ორჯერ ან გინდაც სამჯერ აცრილი ადამიანის ცხვირხახის ლორწოვანის ნაცხი იყოს კორონავირუსზე დადებითი და ეს პიროვნება არ იყოს ვირუსგადამდები?“

-„განსაჯეთ ყველამ, დიპლომიანმა თუ უდიპლომომ, როგორ შეიძლება და მოხერხდება, რომ ორჯერ ან გინდაც სამჯერ აცრილი ადამიანის ცხვირხახის ლორწოვანის ნაცხი იყოს კორონავირუსზე დადებითი და ეს პიროვნება არ იყოს ვირუსგადამდები?
თუკი ტესტი კორონაზე დადებითია, ხომ გაქვს ვირუსი?
და თუ გაქვს ეს ვირუსი, ხომ ზუსტად ისე გადასდებ სხვას, როგორც არაცრილი?
გაქვს ვირუსი, ხარ გადამდები არ გაქვს ვირუსი, არ ხარ გადამდები.
უნდა ახლა ამის შეგნებას ან მედიცინის 6 პლიუს კიდევ რამდენი წელი სწავლა და დახელოვნება?
არ უნდა
ამას უნდა დაახლოებით 6 წლის ასაკის ბავშვის აზროვნების უნარი.
ჰოდა, აი ამგვარი მტკიცებით თავგამოჩენილ ადამიანებს აბარიათ ინტენსიურში პაციენტების სიცოცხლე.
ალბათ ფიქრობენ, აცრილი ვარ და რად მინდა ფფპ2 პირბადე?
აცრილი ვარ და რად მინდა ჰიგიენა?
აცრილი ვარ და შევჯლიგინდები მისაღებში უყველაფროდ და გავუღიმებ პაციენტებს, გავეხუმრები მის ნათესაობას, იქ შეგროვილს და დავანახებ ჩემი დენტოლოგის სიამაყეს….
რაზეა დისკუსია საერთოდ,
რომ,
თუ ლორწოვანში ვირუსი დაგიმტკიცდა, ხარ თუარა გადამდები?
ამაზე ვდისკუტირებ ინტენსიური განყოფილების ექიმთან.
გაიტანეთ რა ეს საშინელი სიზმარი ამ რეალობიდან
არ მჯერა რომ ასეა“ – წერს გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები