იაგო ხვიჩია: „დავაკვირდით, ვინ როგორ იქცევა -„ლელოს“ და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდა, „ევროპულ საქართველოს“ – არა

-„ევროპულ საქართველოს“ შეთანხმება არ უნდოდა. დავაკვირდით, ვინ როგორ იქცევა, – არის პარტიები, რომლებსაც უნდა შეთანხმება, არიან პარტიები, რომლებსაც არ უნდა შეთანხმება. შეხვედრების შედეგად მივხვდით, – შეთანხმება უნდა ვაშაძის პარტიას, „ლელოს“, მაგრამ შეთანხმება არ უნდა „ევროპულ საქართველოს“. ამ პარტიის ის წარმომადგენლები, რომლებიც დადიან შეხვედრაზე, მიდრეკილები არიან,  კონკრეტული შედეგი არ იყოს. როდესაც ვსაუბრობდით, -ასე წავიდეთ თუ ისე წავიდეთ, ამრევი რომ გირევია, რომელსაც არ უნდა შეთანხმება, ის ყოველთვის იპოვის ნაკლს.

არ მინდა კრიტიკული ვიყო, უბრალოდ, პოლიტიურად არ აწყობდათ შეთანხმება, ეს ჩემთვის მეორე-მესამე შეხვედრაზე ცხადი გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, – მოდი ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს“, – განაცხადა  „გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის გაიმართა.

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, -შესაძლოა, გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები კომპრომატებით ემუქრებოდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოიხიძემ განაცხადა, – ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ ნაწილის მიმართ სიტყვა „ოპოზიცია“ აღარ გამოიყენოთ.

კომენტარები