იაგო ხვიჩია: იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, ოპოზიცია მეორე ტურში უნდა გავიდეს

“ჯერ კიდევ არის შანსი. მეორე ტურები გვაქვს წინ. ოპოზიცია მეორე ტურში უნდა გავიდეს.

იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, ჩვენ ახალი არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი, ოღონდ, შეგვიძლია, ეს ახალი არჩევნები მეორე ტურში ჩავატაროთ“, – განაცხადა “რუსთავი-2-ის” ეთერში პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, “გირჩს” პარლამენტში მარტოს შესვლა არ უნდა, ზურაბ ჯაფარიძისა და ნებისმიერი ოპოზიციის ქმედება კი დამოკიდებულია კოლეგების ურთიერთობაზე.

კომენტარები