იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნება“ „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია – მათ გადააყენეს საკუთარი თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“

-„მე არ ვარ საგამოძიებო კომისიების წინააღმდეგი. ვფიქრობ,  ჭეშმარიტების დასადგენად ეს კარგი გზაა, მაგრამ ამას სჭირდება თავისი წესი და პროცედურები. საგამოძიებო კომისიას თუ აკეთებ შენ თვითონ, შენ თვითონ იძიებ, შენ თვითონ უდგენ სანქციებს საკუთარ თავს, თვითონ ასაჯაროებ, გამოდის ცნობილი რუსული გამონათქვამის არ იყოს, ბილეთებს რომ თვითონ ჰყიდი, თვითონ უკრავ, თვითონ ცეკვავ, რა დროსაც ძალას და აზრს კარგავს, რომ ამ პროცესს დავარქვათ საგამოძიებო კომისია, საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს სანდოობის და კონსენსუსის საფუძველზე.

ზოგადად, არ მჯერა ენჯეოების გაკეთებული საქმის ან ნაკლებად მჯერა. ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“, „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია. მეტიც, მათ გადააყენეს საკუთარი თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ უხერხულობის აღმოსაფხვრელად, რომელიც რეალურად მათმა ქმედებამ გამოიწვია.

ერთადერთი, რაც მათ ამართლებს არის ის, რომ ,- ჩვენ, ზოგადად, ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ რაღაც კვლევებს თუ ანგარიშებს. მგონი, მაგას მაგდენი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. რომ არ მიგვექცია, ნაკლებად დაიძაბებოდა სიტუაცია“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, – „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) რამდენიმე საკითხზე განმარტებას

კომენტარები