„იაკობის ბრალდებებზე სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ენიჭება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს“

დეკანოზი ილია ჭიღლაძე  აცხადებს:

„იაკობის ბრალდებებზე სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ენიჭება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუს მოსმენით. ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება. სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, ენიჭება ეკლესიის მეთაურს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქს, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა და რის გამოც დღეს ამ დღეში აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი”.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია მეორის მკვლელობას გეგმავდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე უხმეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ჰყვება, რომ ისინი მას „ეჩალიჩებოდნენ“, რათა პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

კომენტარები