იაკუტსკის არასანქცირებულ პლიაჟზე 7 ადამიანის გვამი იპოვეს

იაკუტსკის არასანქცირებულ პლიაჟზე 7 ადამიანის გვამი იპოვეს. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაცია იაკუტიის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მდინარე ლენას ნაპირზე, დასვენების არასანქცირებულ ადგილზე უფროსებმა ბავშვები უყურადღებოდ მიატოვეს, შემდეგ კი, მათი გადარჩენის დროს დაიღუპნენ.
13 ივლისს, იმავე ადგილზე დაიღუპა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი 43 წლის პაველ ევსიუკოვი, რომელიც ბავშვის გადარჩენას ცდილობდა.

კომენტარები