იაპონელთა ნაციონალური ალკოჰოლური სასმელი – საკე

სახელგათქმული იაპონური ალკოჰოლური სასმელი – საკე, მეგობრობისა და ნაყოფიერი ურთიერთობის სიმბოლოდ ითვლება. მისი წარმოშობის ისტორია ჩინეთში, იანცის მდინარის სანაპიროებიდან, ჩვ.წ.აღრიცხვამდე 4800 წლიდან იღებს სათავეს.

ჩვ.წ.აღ. მე-3 საუკუნის ჩინური მატიანე „ვეი ჩჟი“ მოგვითხრობს, ქვეყნის იამატაეს შესახებ, სადაც რაღაც ბრინჯის ღვინოს სვამენ. თუმცა, ჩინეთში იმ დროისთვის თანდათან, ისეთი ალკოჰოლური სასმელები იძენდა პოპულარობას, რომელთა მთავარი ინგრედიენტი – ანისი იყო. „ბრინჯის ღვინომ“ კი ნელ-ნელა, იაპონურ კუნძულებზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც, იაპონურ ტრადიციულ სამზარეულოში შევიდა.

იაპონელები „საკეს“ სახელწოდებით, ალკოჰოლურ სასმელთა მთელ ჯგუფს მოიხსენიებენ. ხოლო, იმ სასმელს, რომელსაც ჩვენ, როგორც – საკეს ვიცნობთ, იაპონიაში – ნიჰონსიუ ჰქვია.

საკე დაბალალკოჰოლურ სასმელთა ჯგუფს განეკუთვნება და ის მხოლოდ 15-20% სიძლიერისაა. ეს სასმელი, რაღაც საშუალოა ღვინოსა და ლუდს შროის.

იაპონური სამზარეულოს ნებისმიერ რესტორანს, საკეს მრავალი სახეობა გააჩნია, ჩვეულებრივი ტრადიციულიდან დაწყებული – პრემიუმ კლასამდე.

ასევე, ბევრი იაპონური ნაციონალური კერძიც, ამ სასმელის გამოყენებით მზადდება.

საკეს ბრინჯზე აყენებენ. მისთვის სპეციალურ, გრძელმარცვლა და სახამებლის დიდი შემცველობის მქონე ბრინჯს იყენებენ.

არსეობს ორი ძირითადი სახეობა: ომატი და იამადანისიკი. საკესთვის ასევე სპეციალურ წყალსაც იყენებენ, რომელსაც არ აქვს რკინის შემცველობა. ასეთ წყალს მხოლოდ რამდენიმე წყაროდან მოიპოვებენ.

ტრადიციულ საკეს, დღესდღეობით, რამდენიმე ეტაპად ამზადებენ: თავდაპირველად ბრინჯს გახეხვის მეთოდით ამუშავებენ, რასაც 2-3 დღე სჭირდება. ბრინჯი რაც უფრო მეტადაა დამუშავებული, მით უფრო ძვირი იქნება საკე. შემდგომ ბრინჯს რეცხავენ და ერთი დღე-ღამით ალბობენ წყალში, რის მერეც ორთქლში ამუშავებენ. შემდგომ, ბრინჯს ობის სოკოს ამატებენ და ასე ორი დღე-ღამით, დუღილის დაწყებამდე ტოვებენ. მერე ბრინჯს წყალს და საფუარის შემცვლელს (ოპარუ კოძი) უმატებენ და 2-4 კვირა ელოდებიან. ბოლოს, მასის დაპრესვაა საჭირო, რის შედეგადაც, საკე სითხის სახით გამოიყოფა და თეთრი ნარჩენი – საკეკასუ რჩება. მიღებული საკე ნახშირით იფილტრება და 6-12 თვე პასტერიზაციას გადის.

საკე, იაპონურ ნაციონალურ ღირსებად ითვლება. ქვეყანაში მისი მირთმევის მთელი საკულტო ცერემონია არსებობს.

საკეს მირთმევა, სპეციალური კერამიკული სასმისებიდან (ო-ტეკო, გუინომი, ან საკაძუკი), ყლუპ-ყლუპით და მცირედი შესვენებებით არის მიღებული. სასმისში სასმელი არ უნდა დარჩეს, ეს ცუდ ტონად ითვლება, რადგან ცრურწმენის თანახმად, უსიამოვნების მანიშნებელია.

საკესთან ერთად ჩვეულებრივ, სუშის, სუშიმის, სუსის, როლებს ან გამომშრალ კალმარებს აყოლებენ.

„გაუმარჯოს“ მაგივრად იაპონიაში – „კამპაი“-ს აბობენ, ხოლო სასმისების მიჭახუნება არ არის მიღებული.

როგორც აღმოჩნდა, საკეს იაპონიაში, უფრო ცოტა რაოდენობით მიირთმევენ, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. მიჩნეულია, რომ იაპონელები ნაკლებად მსმელი ნაციაა. მათ ყველაზე დიდი, მთელი დღის განმავლობაში, შესაძლოა, მხოლოდ სამი ჭიქა საკე მიირთვან.

კომენტარები