იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს „ჭკვიანი მაისური“ – ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას დისტანციურად

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მაისური. მაირუსი საშუალებითა ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას დისტანციურად დააკვირდებიან. ამის შესახებ გამოცემა Asahi Shimbun-ი წერს.

-„ჭკვიანი მაისური“ კომპანია Mitsufuji-მ შექმნა. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, მაისური ადამიანის პულსს, სუნთქვას და ჯანმრთელობის სხვა მონაცემებს ზომავს. ამ ინფორმაციას ექიმების სმარტფონებზე აგზავნის.

მაისის თვეში, 50 ასეთი მაისური, კიოტოს პრეფექტურის ხელისუფლებამ ადგილობრივ საავადმყოფოებს გადასცა.

„ჭკვიანი მაისურის“ საშუალებით მედდას შეუძლია დააკვირდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისე რომ მასთან კონტაქტში არ შევიდეს“, – განაცხადა კიოტოს მერმა, კანემასა სატომ.

კომენტარები