იაპონიას ახალი იმპერატორის ინტრონიზაციის ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა

იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს.
59 წლის ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონია იმპერატორის სასახლეში, „ფიჭვების დარბაზში“ გაიმართა.

იაპონიის ახალი იმპერატორის ინტრონიზაციის ცერემონიას 174 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ქეთევან გორჯესტანთან ერთად იმყოფებოდა.

იაპონიის იმპერატორის ინტრონიზაციის ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე ავრცელებს, სადაც ის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან  დესპანთან იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავასთან ერთადაა გადაღებული.

 

კომენტარები