„იაფფასიანი რაღაც მცდელობა იყო, ყურადღება მიექციათ…“-ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა:

-„არ ვიცი რა გადმოიყარა და როგორ, სხდომათა დარბაზში დეპუტატებისთვის ფურცლების თავზე დაყრა  უბრალოდ იაფფასიანი რაღაც მცდელობა იყო, ყურადღება მიექციათ ასე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, –  ნინოწმინდის ის თემა არის პრობლემური, თქვენ იცით, – ჩვენი კოლეგებიც იყვნენ ჩართული, ბატონი დავითულიანი და ბატონი პაპუაშვილი, იყო სხვა ორგანიზაციებიდანაც, რამდენადაც ვიცი, პროცესი მიდის, რომ განიმუხტოს სიტუაცია და რაც მთავარია, ბავშვების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული“.

პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დეპუტატებს აქტივისტებმა ფურცლები თავზე დააყარეს.

კომენტარები