ია გორგილაძე: ეს აპარატი კორონავირუსისგან ეფექტურად დაგიცავთ!

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ არსებობს კონკრეტული ტექნოლოგია, რომელიც ყველა სახის ვირუსის მიმართ ორგანიზმის პრევენციას ახდენს. საკმარისია, ჩართულ მდგომარეობაში აპარატი BIOMEDIS TRINITY ყოველდღიურად 5 საათის განმავლობაში გვქონდეს სხეულთან ახლოს, რომ არამხოლოდ მრავალი ინფექციისგან დავიზღვიოთ თავი, არამედ გავიძლიეროთ იმუნიტეტი და ორგანიზმს შხამებისგან გათავისუფლებაში დავეხმაროთ. გვესაუბრება საქართველოში ფირმა  „ბიომედის“ წარმომადგენელი და ბიო-რეზონანსული ტექნოლოგიების კონსულტანტი, ექიმი-პედიატრი ია გორგილაძე:

-„ დღეს აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანამ, ოჯახმა და თითოეულმა ადამიანმა გაამახვილოს ყურადღება მომზადებაზე… ჩვენ უნდა მივმართოთ ყურადღება ინფექციის შესაჩერებლად, ასევე მივიღოთ ყველა ზომა, პანდემიასთან გასამკლავებლად“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადან გაბრეისუსმა.  დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსით დაავადებულია 150 000 მეტი ადამიანი, უკვე დაიღუპა 3500 მეტი პაციენტი. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ასაკოვანი, შესუსტებული იმუნიტეტის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და ბავშვები. კორონავირუსი COVID-19- ის სამკურნალო ვაქცინა ან პრეპარატი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით პირველი ვაქცინა მზად იქნება 12-18 თვის შემდეგ. თუმცა, ვიდრე ვაქცინა შემუშავდება, არსებობს კორონავირუსისგან თავის დასაცავად ნაცადი აპარატი.

–  აპარატი როგორ დაგვიცავს ვირუსისგან? ნუთუ, ეს შესაძლებელია?

-„ბიომედის ტექნოლოგიები“ რუსეთის ერთ-ერთი კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნებული კომპანიაა, სადაც იქმნება ბიო-რეზონანსული, ანუ, ფიზიო-თერაპიული აპარატები. ეს ტექნოლოგია ორგანიზმის გაჯანსაღებას, იმუნიტეტის გაძლიერებას ემსახურება, ანადგურებს იმ პათოგენურ მიკროფლორას – ვირუსებს, ბაქტერიებს, სხვადასხვა პარაზიტებს და სოკოს, რომელთა სიხშირეები გაზომილია და შეყვანილია აპარატის მეხსიერებაში. კომპანიას უკვე 10 წლიანი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკული შედეგების ისტორია გააჩნია. ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსის განადგურება შესაძლებლია მასზე რეზონანსული მაღალსიხშირული ელექტრომაგნიტული ველის ზამოქმედებით. აპარატ BIOMEDIS TRINITY – ის საშუალებით შესაძლებელია მაღალი რეზონანსულ სიხშირეებით ზემოქმედება ნებისმიერი ვირუსის დნმ-ზე და რნმ-ზე  (დეზოქსირიბონუკლეინმჟავაზე და რიბონუკლეინმჟავაზე), რაც იწვევს პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურებას. ამ მომენტისთვის გამოთვლილი და აპარატში ჩატვირთულია სხვადასხვა სახეობის კორონავირუსების , მათ შორის COVID-19 -ის სიხშირეები, რაც შესაძლებელს ხდის ამ მოწყობილობის სამკურნალო მიზნით გამოყენებას. ეს აპარატი ასევე გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული, შარდ-სასქესო, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ; ასევე ფსიქო-ემოციური სფეროს საკორექციოდ.

–    დაავადებულ ორგანოს BIOMEDIS TRINITY როგორ  მკურნალობს?

–  ყველა ცოცხალი ორგანიზმი ასხივებს საკუთარ ელექტრო-მაგნიტურ ტალღებს, რომელთა სიხშირის გაზომვა შესაძლებელია. უფრო მეტიც – ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოს, ვთქვათ, კუჭს – საკუთარი სიხშირე გააჩნია, დაავადებული ორგანო კი, სხვა სიხშირეზე მუშაობს, რის გამოც თანდათანობით კარგავს ენერგიას. თუ ჩვენ BIOMEDIS TRINITY – ს  გენერატორების საშუალებით მივაწოდებთ ბუნებრივ, ფიზიოლოგიურ სიხშირეს, შევძლებთ ვაიძულოთ კონკრეტული ორგანო, რომ ამ სიხშირეს დაუბრუნდეს, რომელსაც სხვადასხვა ზემოქმედების გამო ასცდა.

– მაგრამ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ორგანოში, ვთქვათ, ფილტვში – კორონავირუსი აღმოჩნდება?

– დაავადებული ფილტვი აცდება თავის ბუნებრივ სიხშირეს და სხვა სიხშირეზე ამუშავდება, რის გამოც მას ენერგია ეცლება. ამ დროს, მთავარი ამოცანაა, განადგურდეს დაავადების გამომწვევი ვირუსი და ორგანო თავის ბუნებრივ სიხშირეს დაუბრუნდეს. ამ მიზნით, BIOMEDIS TRINITY კორონავირუსს უგზავნის მისივე, ოღონდ გაძლიერებულ სიხშირეს, რის შედეგადაც ხდება ვირუსის რნმ-ს (რადგან კორონას დნმ-ს ნაცვლად რნმ გააჩნია) სპირალის გასწორება, მისი დაშლა, რაც იწვევს ვირუსის გამრავლების უნარის დაკარგვას, გავრცელების შეზღუდვას და დაღუპვას, რადგან ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა მისი გამრავლების ხარისხის სისწრაფით განისაზღვრება. პარალელურ რეჟიმში ამავე, BIOMEDIS TRINITY აპარატით ხდება იმუნიტეტის გაძლიერება, ორგანოებს ვაიძულებთ, დაუბრუნდნენ თავიანთ სწორ, ფიზიოლოგიურ სიხშირეებს და ეს ყოველივე – კომპლექსურად – საუკეთესო შედეგს იძლევა.

ამ აპარატის გავლენით ორგანიზმში პათოგენურთან ერთად, სასარგებლო მიკროფლორაც ხომ არ განადგურდება?

–  არა. მე თუ მინდა ტელეფონზე დაგირეკოთ, თქვენი ნომერი უნდა ავკრიფო და ერთი ციფრიც რომ შემეშალოს, თქვენთან ვერ მოვხვდები. სიხშირე, რომელსაც კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ ჩავტვირთავთ აპარატში, მხოლოდ ამ კონკრეტულ ვირუსს გაანადგურებს და არავითარ შემთხვევაში სხვას არ დააზიანებს, რადგან ეს არ გახლავთ სითბური ზემოქმედება, რომელიც იფანტება. ეს არის მიზანმიმართული სიხშირით, ტალღით ზემოქმედება.

– რაიმე უკუჩვენება თუ გააჩნია აპარატს?

– მე გახლავართ ამ ფირმის კონსულტანტი და სასურველია, აპარატი კლიენტმა მხოლოდ ჩემი კონსულტაციის შემდეგ შეიძინოს. გარკვეული უკუჩვენებები, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგალითად, აპარატის გამოყენება მიზანშეუწონელია ფეხმძიმეთათვის და მათთვის, ვინც კარდიო სტიმულატორს ატარებს, თუმცა კონკრეტულ ასეთ შემთხვევებშიც არ არის გამორიცხული, პაციენტს გამოყენების ნება დავრთოთ.

ამ აპარატით მკურნალობა როგორ ხდება? ერთჯერადი კურსით თუ მრავალჯერადად?

–  ამჟამად აპარატში 2 ძირითადი პროგრამაა ჩატვირთული: უჰანის კორონავირუსის პროფიკაქტიკის და ამავე ვირუსის სამკურნალო პროგრამები. პროფილაქტიკა გულისხმობს დღეში ორჯერ, ვთქვათ, დილა-საღამოს,  4-5 საათის განმავლობაში ჩართული აპარატის სიახლოვეს ყოფნას.  აპარატი შეიძლება, ტყავის შალითით კისერზე გვქონდეს ჩამოკიდებული, კომპიუტერთან მუშაობის დროს იქვე მაგიდაზე, ძილის დროს კი, სასთუმალთან ტუმბოზე იდოს. გააჩნია, რა რეჟიმი გაქვთ ჩართული. ორ ძირითადთან ერთად, აპარატში ჩატვირთულია დეტოქსიკაციის, ენერგეტიკული, იმუნიტეტის ამწევი და სხვა პროგრამები. კომპლექსში შეიძლება, 10-15 პროგრამა ჩაირთოს. როცა ორგანიზმში ვირუსი კვდება, ის ტოქსინს გამოყოფს, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოვიტანოთ ორგანიზმიდან და ამას BIOMEDIS TRINITY-ს შესაბამისი პროგრამა უზრუნველყოფს.  ზოგი პროგრამა 8 საათიან რეჟიმზეა გათვლილი, ამიტომ, პაციენტი სამკურნალოდ სიარულს ვერ შეძლებს. ერთი აპარატი, როგორც პირადი მოხმარების ნივთი – მხოლოდ ერთ მომხმარებელზეა გათვლილი. ჩვენ გვაქვს ინტელექტუალური სკანერი, რომელიც ორგანიზმის ფუნქციურ მდგომარეობას აფასებს და ამჟღავნებს, თუ რომელი პათოგენური მიკროფლორა ჭარბობს, რომლის განადგურება აუცილებელია, როგორ მუშაობენ ორგანოები და ა.შ.  ამ მონაცემების საფუძველზე ჩვენ ვადგენთ კონკრეტული პაციენტისთვის საჭირო პროგრამას. ვისაც ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში რეგულარულად სიარული არ შეუძლია, მათთვის, აპარატში ჩატვირთულია 206 ძირითადი პროგრამა, სხვადასხვა პათოლოგიისთვის. მაგალითად, ანგინის შემთხვევაში პაციენტი აპარატში თავად ააქტიურებს შესაბამის პროგრამას და სახლში მკურნალობს წარმატებით. ამ აპარატს ანალოგი არ გააჩნია, რადგან მასში 3 გენერატორია ჩამონტაჟებული, რაც ორგანიზმში შეღწევადობას აადვილებს.

– იქნებ, ისეთი აპარატიც არსებობს, რომელიც შორ მანძილზე იმოქმედებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვირუსებს გაანადგურებს?

– დეზინფექციაზე რა გითხრათ, მაგრამ, არსებობს სხვადასხვა დანიშნულების აპარატები. მაგალითად, აპარატი Zenwave საცხოვრებელ გარემოში ქმნის დედამიწის ბუნებრივი ველის ანალოგს, ხოლო დედამიწის ველი, მოგეხსენებათ, არეგულირებს მელატონინის გამოყოფას, აწესრიგებს ჰორმონალურ სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს. შესაბამისად, ადამიანი უკვე ვირუსებსაც ადვილად უმკლავდება. ეს  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბეტონის შენობებში გამოკეტილი, ბუნების წიაღს მოწყვეტილი ადამიანებისთვის, რომლებზეც ათასგვარი გამოსხივება მოქმედებს. არის სხვა აპარატიც –  ECOFOOD-ი, რომელიც დეზინფექციას უკეთებს საკვებ პროდუქტებს, წყალს და საყოფაცხოვრებო ნივთებს . მოწყობილობის ზემოქმედება ანადგურებს არასასურველ მიკროორგანიზმებს, რითაც ხელს უშლის მათ მოხვედრას ადამიანის ორგანიზმში.

რა ღირს და სად შეიძლება BIOMEDIS TRINITY-ს შეძენა, რომლითაც კორონავირუსის წინაშე თავის დაზღვევა არის შესაძლებელი?

– ჩვენ არ ვყიდით. აპარატები უნდა გამოიწეროთ ოფიციალური საიტიდან და განსაზღვრულ დროში ის მოგივათ. ჩვენ მხოლოდ კონსულტაციას ვუწევთ პაციენტებს, ამ აპარატის მოსახმარებლად, ვუდგენთ ინდივიდუალურ პროგრამებს.  BIOMEDIS TRINITY არცთუ იაფი, ჩამოტანით – 500 დოლარამდე ჯდება. 350 დოლარადაც შეიძლება ნაკლები შესაძლებლობის, თუმცა, იგივე ეფექტის მომტანი აპარატის შეძენა. თუ ეს აპარატი გაგაჩნიათ, ჩათვალეთ, რომ სახლში პირადი ექიმი გყავთ! ის ამცირებს ავად გახდომის შანსს, ხოლო დაავადების შემთხვევაში უზრუნველყოფს სწრაფად გამოჯანმრთელებას და იმუნიტეტის გაძლიერებას. შეძენის მსურველები უნდა დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 599 48 44 52. ჩვენ დავეხმარებით აპარატის გამოწერაში და შემდგომში, სწორად მოხმარების მიზნით კონსულტაციებს გავუწევთ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: „ასავალ-დასავალი“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები