ია კაშმაძე: იცით, რატომ არ გვიხდება სურვილები?

ია კაშმაძე:

 – რატომ არ გვიხდება სურვილები?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი დაეუფლა აფირმაციის ტექნიკას, ბევრმაც ისწავლა სურვილის ,,სწორად,, ფორმულირება და ბევრმაც ძალიან ბევრი იკითხა ვადიმ ზელანდის ,,რეალობის ტრანსერფინგი,, ცხოვრება მაინც ჩვეულ რიტმშია და არაფერი იცვლება, სურვილი არათუ ხდება, არამედ სულ უფრო და უფრო შორდება სდამიანი სანუკვარ ,,საგანს,,
რატომ?
რამდენიმე ვარიანტზე დავფიქრდი:
1-სურვილი არის ეგოისტური.
2-სურვილში დევს დიდი დოზით ნატვრა, ნაცვლად ურყევი რწმენისა.
3-სურვილის ასრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს რამეს, ან ვინმეს.
4-სინამდვილეში სულაც არ გსურს ის, რასაც ითხოვ.
5-სურვილი არის დაჟინებული.
(გადაფიჩინებულად მოთხოვნილი)
6-არ გასცემ სამაგიეროს. (გსურს უფასოდ მიიღო)
7-სურვილი არარეალურია.
(მაგალითად ხარ ნიკუშა და გინდა იყო ზიდანი)
8-არანაირ დათმობაზე არ შეგიძლია წასვლა, სურვილის ასრულების სანაცვლოდ. (მაგალითად გარკვეული დრო შეიკავო თავი იმის მიღება/ქმედებისგან, ურომლისოდაც თითქოს ვერ ძლებ- ერთგვარი მარხვა)
9-გმობ უხილავ ძალებს.
თუ ამ ჩამონათვალში დაიჭირეთ ის, რაც გეცნოთ გილოცავთ-
თქვენ მოგეცათ შანსი გახდეთ უკეთესი მარტივი ტექნიკის დახმარებით- ანუ დაფიქრდეთ😁
და როგორც ჩემი ნაცნობი ძალიან კარგი იოგი იტყოდა
დაე, ყველა არსება, ყველა სამყაროში იყოს ბედნიერი და თავისუფალი ❤

 

კომენტარები