იგეგმება თუ არა, აღდგომის დღესასწაულისთვის რაიმე სახის შეზღუდვების დაწესება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა:

-„აღდგომის დღესასწაულისთვის რაიმე სახის შეზღუდვების დაწესება ჯერჯერობით ეს არ განიხილება. ყველაფერი ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.  ამ ფარგლებში თუ შევინარჩუნეთ ეპიდსიტუაცია და ის ხელიდან არ „გაგვექცა“, ასეთ შემთხვევაში შეზღუდვებზე საუბარი არ იქნება, ახალი შემთხვევების სერიოზული მატება თუ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხებზე იმსჯელებს.

ყველას გთხოვთ, აპრილის თვე,  რაც შეიძლება მოკრძალებულად გავიაროთ, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რადგან სააღდგომო დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად.

დაახლოებით ისეთი ეპიდსიტუაცია თუ იქნება, როგორიც დღეს ქვეყანაშია (რა თქმა უნდა, დღეში 400, 500, 600 შემთხვევა კარგი არ არის, მაგრამ ვითარება მართვადია) და სერიოზულ ნახტომისებურ ზრდაში არ გადავიდა, ამ ფარგლებში თუ შევინარჩუნეთ შემთხვევები, მაშინ წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება. მაგრამ კლასტერები, რაც დღეს გვაქვს, თუ გამრავლდა და კორონავირუსის შემთხვევების საყოველთაო შიდა გავრცელება იქნა,  რა თქმა უნდა, ქვეყანას სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიების დაწესება დასჭირდება, რაც ორმაგად დამთრგუნველია, განსაკუთრებით წინასააღდგომო თუ აღდგომის შემდეგ პერიოდში. ყველას მოგიწოდებთ მარტივი რეკომენდაციების დაცვისკენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები