„იგივე უნივერსიტეტის დიპლომი მაქვს, რაც გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს:

„იგივე უნივერსიტეტის დიპლომი მაქვს, რაც გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს. ამის შემდეგ სწავლა რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტში გავაგრძელე.

1990-იან წლებში და მანამდეც, ყველამ კარგად იცის, რომ იყო კორუფცია და მით უმეტეს, იმ პერიოდში ძალიან სერიოზული პრობლემები არსებობდა. ზოგი პრესტიჟულ უნივერსიტეტში აბარებდა ფულით და ამთავრებდა ფულით, ვისაც შეეძლო. მე მაგალითად, ვსწავლობდი იქ, სადაც ჩემმა ოჯახმა შეძლო და ვიხდიდი მინიმალურ გადასახადს და ხშირად ესეც პრობლემა იყო ჩემთვის.

ამიტომ, ყველა კარგია და ვინც არაპრესტიჟული, ყველა ცუდია, ეს არის არასერიოზული და არასამრთლიანი მიდგომა. მაშინაც იყო და დღესაც არის კერძო უნივერსიტეტები. საბედნიეროდ ახლა სისტემა ისე შეიცვალა, რომ აკრედიტაციის წესი არსებობს დ ბევრი რამ მოწმდება. მაშინ არ მოწმდებოდა სამწუხაროდ და ადამიანები ვიყავით დაუცველები. 17 წლის ვიყავი როდესაც ჩავაბარე”“.

კომენტარები