“იდლიბის კრიზისის გადაუჭრელობის შემთხვევაში საქართველოში რუსული სამხედრო ძალების შემოჭრის საფრთხე დგას”

იდლიბში დაძაბულობის მომატების გამო ევროკავშირის ლიდერები შიშობენ, მიგრანტების ახალი ტალღის შეჭრას ევროკავშირის ტერიტორიაზე.

გაეროს მონაცემებით იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებების შედეგად 900 ათასმა მშვიდობიანმა მოქალქემ დატოვა საცხოვრებელი ადგილი.
შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით 5 მარტს ანკარაში ერთმანეთს ხვდება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ – ტაიფ – ერდოღანი.

თურქეთის მხრიდან აქტიურ საომარ მოქმედებებში ჩაბმის შედეგად საბოლოოდ გაქრა დეესკალაციის ზონები და 2018 წელს სოჭში დადებული ხელშეკრულებაც ანკარას მხრიდან დაირღვა,

5 მარტს ევროპელი ლიდერები აქცენტს მიგრანტების საკითხზე გააკეთებს და შესაბამისი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით ანკარას და მოსკოვს ახალი ხელშეკრულების დადებას მოსთხოვს.
როგორც ერდოღანი აღნიშნავს არ აპირებს დასავლელი ლიდერების დადგენილი წესებით მოქმედებას,
ამავდროულად ანკარა და მოსკოვი ვერ თანხმდება ახალ დეესკალაციის ზონებზე და ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად საბრძოლო თეატრი სულ უფრო იზრდება.

საქართველოში კი რუსული სამხედრო ძალების შემოსვლის საფრთხე დგას, ყველაზე კარგ შემთხვევაში მოსკოვი ჩვენს ქვეყანაში ჰუმანიტარულ ტვირთებს გაატარებს.
ყველაზე მძიმე სცენარი კი ყოფილი რუსული ბაზების აღდგენა და სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლის დამყარების მიზნით სამხედრო ოპერაციების დაწყება მოიაზრება.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები